კახეთში, წინანდალში 3 მამაკაცი ჩაცხრილეს.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მამაკაცების გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით წინანდლის ტყეში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ზურაბ ზვიადაურის ძმა და მისი ორი მეგობარი უცხო პირებმა ჩაცხრილეს.
შსს-ში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ რომ მომხდარზე დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.