სკოლებში 3 კლასს ახალი სავალდებულო საგანი დაემატება

2021-08-16 17:05:12

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლიდან სკოლებში საგანს - „კომპიუტერული ტექნოლოგიები“  მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდან ისწავლიან.

„II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით, 2021-2022 სასწავლო წლიდან სავალდებულო ხდება“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული საგანი სკოლებს გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრშიც შეეძლოთ არჩევით საგნად შეეტანათ.