გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსით 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა კლინიკა "რუსთავში", 82 წლის ქალი - ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში კი, ვირუსს 85 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუშინ დღის ბოლოს კი ცენტრალურ საავადმყოფოში 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
კლინიკების ხელმძღვანელი პირების განმარტებით, პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.