ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ განუცხადა, სახლში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, 101 წლის ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.
სამწუხაროდ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლის დროს ცოლ-ქმარი უკვე გარდაცვლილი იყო.