ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დამოკიდებულია 4 სექტემბერისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.