ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე (ვიდეო)

2017-08-06 13:36:55

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, რუსთავის შემოსასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, არხში ჩავარდა, მოგლიჯა განათების ბოძი და გზაზე არსებული ბანერი, შემოტრიალდა და ბეტონის შუაგამყოფ შემაკავებელ ჯებირს შეეჯახა. სატვირთოს 60 წლამდე მძღოლი დაშავდა. რუსთავის შემოსასვლელში მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ნახეთ ვიდეო.