ავარია გზაჯვარედინზე (ფოტოები)

2017-08-05 21:06:24

ავტოსაგზაო შემთხვევა ტაშკენტის და ლეონიძის ქუჩის კვეთაზე. ერთმანეთს „მერსედესის“ და „ნისანის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, „ნისანის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარის იმ მონაკვეთზე შევარდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული  იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო ეკიპაჟები. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.