როდის დაასახელებს ქართული ოცნება მერის კანდიდატს

2017-08-05 19:52:25

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა თვითმმართველობის არჩევნებზე თუ "ქართულ ოცნებაში" თუ განიხილებოდა მოქმედი მერის კანდიდატურა. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გვიპასუხა რომ - "არ ვიცი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა. მე როგორც ვიცი პარტია მერის კანდიდატურას აგვისტოს ბოლოსკენ დაასახელებს. ვიცი რომ მიდიოდა რამდენიმე კანდიდატურის განხილვა. რაც შეეხება ჩემ კანდიდატურას, სიმართლე გითხრათ არ ვკითხულობ, რასაც გადაწყვეტს გუნდი ისე იქნება".