მიწისძვრა საქართველოში

2021-08-12 16:06:45

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში თბილისის დროით 15:52 საათზე მიწისძვრა მოხდა.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და მისი სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდას შეადგენდა.

ბოლო დღეების განმავლობაში სოფელ სამებასთან 10-მდე მიწისძვრა მოხდა.