კოვიდგართულების გამო ორსულ ქალს ნაყოფი დაეღუპა

2021-08-12 15:51:09

ქუთაისში, კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებულ ორსულს ნაყოფი დაეღუპა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ქალის თბილისში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა უარი განაცხადა.

"სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24 საათის განმავლობაში მუდმივად მთელი გუნდი ჩართული იყო, რომ დასტაბილურებულიყო მდგომარეობა, იმიტომ რომ ბავშვთან ერთად დედასაც ემუქრებოდა საფრთხე. კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა",- აცხადებენ კლინიკაში.

30 კვირის კოვიდინფიცირებული ორსული ქუთაისში ბათუმიდან გადაიყვანეს.

ახლობლების თქმით, თავდაპირველად ქალს ვირუსი იოლ ფორმებში ჰქონდა და ბათუმის საავადმყოფოდან  ხელწერილის საფუძველზე სახლში გაწერეს, თუმცა შემდეგ მდგომარეობდა დამძიმდა და ქუთაისში კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს.