1 დაღუპული 1 დაშავებული [video]

2021-08-11 17:54:38

კახეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და ბეტონსაქაჩი შეეჯახა.

შემთხვევის დროს ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო ცენტრში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, 30 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.