რუსთავში შარტავას გამზირზე პოლიტიკური პარტიის "საქართველოსთვის" ოფისი გაიხსნა.
ოფისის გახსნაზე პარტიის ლიდერი გიორგი გახარიაც იმყოფებოდა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე მის პარტიას რუსთავში მერობის კანდიდატი ეყოლება.
"ინფო რუსთავის" კითხვაზე, თუ ვინ იბრძოლებს პარტია "საქართველოს" სახელით არჩევნებზე, გახარია პასუხობს, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტული კანდიდატი არ ჰყავთ და მიმდინარეობს მისი შერჩევის პროცესი.
გახარიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან მისი პარტიის წევრებზე ზეწოლაზეც ისაუბრა.
"ადამიანებს, რომლებსაც სურთ პარტიაში გაწევრიანება, ან ჩვენთან შეხვედრაზე მოხვდებიან ამის შემდგომ შესაბამისი ორგანოები იკვლევენ მათ ოჯახის წევრებს, სად მუშაობენ, მათ კავშირებს, მიდიან მათთან და ემუქრებიან ან შენ გაგიშვებ სამსახურიდან ან შენი ოჯახის წევრს უთხარი იქ აღარ მივიდესო.
ასეთი რაღაცები ხდება ყოველდღიურად. მაგალითად ჩვენთან ოფისში მოსვლის შემდეგ უკავშირდებიან მათ და ეკითხებიან ვის მხარეს ხარ",- აცხადებს გახარია.
ვიდეო ნახეთ აქ