ვირუსის გავრცელების მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა

2021-08-10 13:00:18

საქართველო 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times წერს.

ამ პერიოდში ახალი ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 3 758-ია და 100 000 სულ მოსახლეზე 101 ახალ შემთხვევას გულისხმობს.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ყველაზე ცუდი მდგომარეობის ქვეყნების ათეული ასეთია: საქართველო, მენის კუნძული, ფიჯი, კუბა, ესვატინი, მალაიზია, გიბლარტარი, ბოცვანა, ირანი, კვიპროსი.

შეგახსენებთ, რომ  10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.