Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

2021-08-10 11:49:53

„ფაიზერის“ ვაქცინით მეორე დოზაზე აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო.

აცრაზე დარეგისტრირება https://booking.moh.gov.ge/-ზეა შესაძლებელი.

ამ დროისთვის დასარეგისტრირებლად ნახევარ მილიონზე მეტი დოზაა გამოტანილი.

„ფაიზერის“ მეორე დოზაზე აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაემატება, როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.