ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ რუსთავში ვიდეო რგოლის გადაღება მიმდინარეობს. სპეციალურად შექმნილი ჰიმნისთვის კადრები უკვე გადაღებულია ბათუმში, ქუთაისაა და ზუგდიდში. ვიდეო რგოლის გადაღება საქართველოს მასშტაბით იგეგმება. გადამღბმა ჯგუფმა ძირითადი კადრები რუსთავში, ცენტრალურ პარკში გადაიღო.
ორგაიზატორების განცხადებით, იმის გამო რომ რომ ევრობასკეტი ისრაელში იმართება , გულშემატკივრების დიდი ნაწილი კალათბურთელების ტრიბუნებიდან გულშემატკივრობას ვერ შეძლებს, სწორედ ამიტომ იქმნება, ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად, ახალი ვიდეორგოლი.