რუსთავში კოვიდინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

2021-08-09 17:44:51

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 41 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 141 პირი შემოწმდა.

69 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 324 პირი გაიტესტა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები