რამდენი ლარით დაჯარიმდებით პიბადის არტარებისთვის

2021-08-09 14:30:44

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმის ოდენობა არ იცვლება და ის ისევ 20 ლარით იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ინფორმაციისთვის, პირბადის ტარება ღია სივრცეში, თუ 5-ზე ან მეტი პირია შეკრებილი, ისევ სავალდებულოა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ღიბრაძის განცხადებით, საბჭომ გაუარესებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.