12 და 15 წლის დები ლეღვის ფოთლის ნახარშით დაიწვნენ

2021-08-09 13:03:39

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ლეღვის ფოთლის ნახარშის დამწვრობით 12 და 15 წლის დები მოათავსეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მოზარდებიდან ერთ-ერთს სხეულის 20%-იანი, ხოლო მეორეს 40%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

„გამთენიისას შემოიყვანეს 2 გოგონა, 15 და 12 წლის დები. ერთგან დამწვარია სხეულის 20%, მეორესთან კი 40 პროცენტი.

ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღენიშნებათ სერიოზული დამწვრობა",-აღნიშნავს ქაშიბაძე.

მოზარდებმა ნახარში რუჯის მიღების მიზნით წაისვეს.