ვის გაეზრდება ხელფასი იანვრიდან

2021-08-09 11:26:50

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან მერებსა და სხვა საჯარო მოხელეებს ეტაპობრივად ხელფასები გაეზრდებათ.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად.

ეს არის აუცილებელი, ვინაიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კერძო სექტორთან კონკურენციას. ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.

გავზრდით მერების ხელფასებს. პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2000 ლარად",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.