მტკვარში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს [video]

2021-08-09 09:56:25

გარდაბნის მუნიციპალიტეტში თევზაობის დროს 16 წლის დაკარგული ბიჭის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს. [ვიდეო/video]

ჯაბა ჯოხაძე მდინარეში სათევზაოდ მეგობართან ერთად წავიდა. არსებული ინფორმაციით თევზაობის დროს ანკესი წყალში გაიჭედა, ბიჭი მდინარეში სწორედ იმ მიზნით შევიდა რომ ანკესი გაესწორებინა რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 30 მაშველი, 3 მყვინთავი, მცურავი საშუალებები და ფსკერის კამერის ხელსაწყო, ექოლოტი.