გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში მაშველები 16 წლის ბიჭს ისევ ეძებენ. [ვიდეო/video]
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 30 მაშველი, 3 მყვინთავი, მცურავი საშუალებები და ფსკერის კამერის ხელსაწყო, ექოლოტი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის მეორე ნახევარში სათევზაოდ წასული 16 წლის ბიჭი მდინარე მტკვრის დინებამ გაიტაცა და გაუჩინარდა.