ვინ არის არასრულწლოვანი, რომელსაც მტკვარში ეძებენ [video]

2021-08-07 23:04:36

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მაშველები მტკვარში 16 წლის ჯაბა ჯოხაძეს ეძებენ. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთამა" გაარკვია, არასრულწლოვანი მეგობართან ერთად მდინარეზე სათევზაოდ იმყოფებოდა.

თევზაობის დროს ანკესს პრობლემა შეექმნა, მისი გასწორების მცდელობის დროს 16 წლის ჯაბა მდინარეში შევიდა რა დროსაც დინებამ გაიტაცა და წყალში გაუჩინარდა.

მის სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავებიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები