რუსთავში, პროფესიულ კოლეჯ "მოდუსში" შექმნილი სამოსის ჩვენება მოეწყო.
ღონისძიება "ჩიკაგოს სკვერში" გაიმართა.
როგორც კოლეჯის ხელმძღვანელმა, პავლე თვალიაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი სასწავლო პროგრამის სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
"კოლეჯ მოდუსში პროგრამები დამთავრდა. ერთ-ერთი იყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებმა სამკერვალო ხელოვნება ისწავლეს და ამ პროგრამის სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები გვინდოდა გვეჩვენებინა ფართო საზოგადოებისთვის. დღეს ჩვენს პარტნიორებთან, სამოდელო სააგნეტოსთან ერთად, გავაკეთეთ ჩვენება და ყველა მოდელი, რომელიც აქაა წარმოდგენილი, არის კოლეჯ მოდუსის სტუდენტების მიერ შეკერილი", - განაცხადა პავლე თვალიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ახალი სასწავლო წლისთვის კოლეჯმა უკვე გამოაცხადა მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.