"არა, არამგონია", - ასე უპასუხა "ინფო რუსთავის" კითხვას, იქნება თუ არა ქალაქის მომდევნო მოწვევის საკრებულოში, საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა.
ონიანი საინფორმაციო სააგენტოსთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ "ამას ბევრი მიზეზი აქვს".
შეგახსენებთ, ლევან ონიანი მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.