როდის იმსჯელებს მთავრობა შეზღუდვების დაწესებაზე

2021-08-06 14:03:05

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო სამშაბათს იმსჯელებს, თუ რა ღონისძიებების გამკაცრება მოხდება ქვეყანაში.

"რეკომენდაციები არის არამხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ წარდგენილია საბჭოსთვის და სამშაბათს საბჭოზე დამატებით ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამკაცრების ღონისძიებები იქნება მიღებული...

როდესაც ჩვენ სოციალურ ღონისძიებაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ყველა ტიპის ღონისძიებას და არ აქვს მნიშვნელობა რომელ რეგიონშია ის და რა მიზეზით იმართება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახის ღონისძიებაზე დაცული იყოს როგორც პირბადის ტარება, ისე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ეპიდვითარების კუთხით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით,  „დელტა“ შტამის არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა აღინიშნება