სისხლიანი გარჩევა კასპში მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის დაწყებული დაპირისპირების დროს 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 2 დაიჭრა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.