რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2021-08-05 18:59:26

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 20 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 132 პირი შემოწმდა.

1 პირს ვირუსი პსრ კვლევით დაუდგინდა.

32 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 214 პირი გაიტესტა.

დიაგნოსტიკურ ცენტრში ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა პსრ კვლევის შედეგად დადასტურდა.