რუსთაველმა ბიჭმა მათემატიკაში 51-დან 50 ქულა მიიღო

2021-08-05 18:30:08

რუსთაველმა ბიჭმა, ნიკა ნოზაძემ მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდაში 51-დან 50 ქულა მიიღო და აღნიშნულ საგანში ქალაქის მასშტაბით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ნიკა ნოზაძე მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია და ის სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე გეგმავს.

"ვაბარებ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე და თავდაპირველად მსურს ფინანსისტ-ანალიტიკოსობით დავიწყო. მათემატიკა ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა. სკოლაშიც ადვილად ვუღებდი ალღოს ტექნიკურ საგნებს და შემდეგში რეპეტიტორიც ამბობდა, მათემატიკური ტვინი აქვსო.

გული ნამდვილად მწყდება 1 ქულაზე, რომელიც სიჩქარისა და ნერვიულობის გამო დავკარგე. რაღაც დეტალი გამომრჩა 1 ქულიანში, პასუხი მივიღე 0.7, სწორი პასუხი კი - 0.7 იყო.

ქართულში 61 ქულა ავიღე, ინგლისურში 74 და მგონია, რომ ამ საგნებში ბევრად მეტი შემეძლო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით სწავლა უნდა გავაგრძელო და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, სწავლის პარალელურად ვიმუშაო", - უყვება ნიკა ნოზაძე "ინფო რუსთავს".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები