ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა (ვიდეო)

2017-08-04 19:32:12

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში. „ტოიოტას“ მარკის პიკაპის ტიპის ავტომობილი, გაჩერებაზე, ე.წ. ყვითელ ავტობუსს დაეჯახა. ავტობუსის მძღოლის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გაჩერებულ ავტობუსში მგზავრი ადიოდა. შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალბატონი დაშავდა, რომელიც თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი, ავტომობილის მართვისას შეუძლოდ გახდა და სწორედ ეს გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე  მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟი. ნახეთ ვიდეო.