მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია

2021-08-05 12:06:28

15 წლის ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. მან პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.