მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-08-05 00:08:52

უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია  40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში  39 გრადუსს გადააჭარბოს.

6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 აგვისტო +37°C, 6 აგვისტო +37°C, 7 აგვისტო +37°C, 8 აგვისტო +39°C.