მარის არხის დასახლებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს ქალაქის მერიაში. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე უძღვაბოდა. ძირითადი პრობლემა, რაც შეხვედრაზე გამოიკვეთა, მარის არხის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაუკანონებელი მიწებია. საკითხთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრიდან მოწვეულმა წარმომადგენლებმა და რუსთავის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა იმსჯელეს.