ლაგოდეხიდან გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი სახლში დაბრუნდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, 14 წლის ბიჭი 4 დღის წინ სახლიდან წავიდა და მას შემდეგ მასთან დაკავშირებას ვერავინ ვერ ახერხებდა. მოზარდის საძიებო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.