"ერთს დაჭირდა ანტიგიურზა"

2021-08-09 00:21:56

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ივლისის თვეში გველის ნაკბენით სამმა ადამიანმა მიმართა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, სამი პაციენტიდან ანტიგიურზა მხოლოდ ერთს დაჭირდა.

"ერთს დაჭირდა ანტიგიურზა, ხოლო დანარჩენი სტაბილურები იყვნენ და გავწერეთ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თეა გელაშვილმა

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, გასულ თვეში მათ ცხელ ხაზზე გველებთან დაკავშირებით 15 შეტყობინება შევიდა.

მოსახლეობას, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 341 24 10 44/ 24 28 16. ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები