ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2021-08-03 18:51:44

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან ერთმანეთს სმარტ ავტომობილი, "მაზდასა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.