ეპიდვითარება რუსთავში

2021-08-03 18:28:00

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 22 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 140 პირი შემოწმდა.

მათგან 3 პირს ვირუსი პსრ კვლევით დაუდგინდა.

44 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 257  პირი გაიტესტა.