ხვალიდან პოლიკლინიკები "ფაიზერით" აცრას შეძლებენ

2021-08-03 18:21:10

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან, პოლიკლინიკები "ფაიზერით" აცრას შეძლებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის დადგენილებაში გუშინ შევიდა.

"გუშინ ღამით პრემიერის, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, "ფაიზერის" ადმინისტრირების უფლება დიდ სივრცეებსა და პოლიკლინიკურ დაწესებულებებს ეძლევათ", - აღნიშნავს გამყრელიძე.

ჯერჯერობით "ფაიზერით" ვაქცინაცია შესაძლებელი არ იქნება რუსთავის პოლიკლინიკებში. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" დიაგნოსტიკური ცენტრების ხელმძღვანელმა პირებმა განუცხადეს.