საქართველოში ანაფილაქსიური შოკის 4 შემთხვევა დაფიქსირდა

2021-08-03 14:45:08

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, მთელი ვაქცინაციის პროცესში ანაფილაქსიური შოკის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

„რეალური ანალიფაქსია იყო 4 შემთხვევა. დანარჩენი შემთხვევები ძირითადად ნერვიულობას უკავშირდებოდა“, - განაცხადა იმნაძემ.