ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ახალგაზრდა ქალი ყელის არეში დაჭრეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. 40 წლამდე მამაკაცი მაღაზიის გამყიდველს, სავარაუდოდ, თანხის გამოძალვის მიზნით დაესხა თავს. ქალბატონი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჭრილობა საშუალო სიმძიმისაა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.