"დღევანდელი გადაწყვეტილებით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული მომდევნო ეტაპებზე", - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, საჭიროა არსებული რეგულაციების აღსრულებაზე ხარისხიანი მონიტორინგი.
"არსებული წესები უნდა აღსრულდეს, თუ არ აღსრულდა, კიდევ დამატებითი შეზღუდვის შემოტანა უბრალოდ არის აზრს მოკლებული.
დამატებითი მობილობის შეზღუდვა შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური სექტორის და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული. ჯერჯერობით, ჯანდაცვის სექტორს აქვს იმის რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში. მომდევნო კვირის განმავლოიბაში, ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები, ანალიზი და ამის შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ მობილობის სხვა ტიპის რეგულაციაზე", - აცხადებს გაბუნია.