ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჩქაროსნული მაგისტრალის ორთაჭალის მონაკვეთზე, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.