ტემპერატურის მატებასთან ერთად მატულობს მწერებით დაკბენის შემთხვევებიც. ძირათადად, მოსახლეობა ექიმებს კოღოებისა და მოსკიტების ნაკბენით გამოწვეული გართულებებით აკითხავს. მწერებისგან თავის დასაცავად მედიკოსები მოქალაქებს საღამოს საათებში გარეთ გასვლას გრძელსახელოებიანი ტანსაცმლით ურჩევენ, გარდა ამისა აუცილებელია საცხოვრებელი ბინების სპეციალური ბადეებით დაცვა, კბენისა და მცირედი გართულების შემთხვევაში კი ფენისტილის გელის წასმა.
რაც შეეხება ტკიპებს, მწერის კბენის შემხვევაში აუცილებელია ადგილი დამუშავდეს ზეთიანი ბამბით და მოხდეს ტკიპის სხეულიდან ამოღება. ასევე, შემთხვევიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გაკონტროლდეს სხეულის ტემპერატურა, ტემპერატურის მატების შემთხვევაში კი პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.