გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 40 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 145 პირი შემოწმდა.
68 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 262 პირი გაიტესტა.
1 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედაგად დაფიქსირდა.