რუსთავში მამაკაცი დაიწვა

2021-08-03 18:57:25

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში 70 წლის მამაკაცი დაიწვა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე ბენზინი გადაესხა, აალდა და ცეცხლი მოეკიდა.

დაშავებული მამაკაცი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მაია მახარაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"სასუალო სიმძიმის პაციენტია, რომელიც შემოიყვანეს რუსთავიდან. გადის ინტენსიურ მოვლას და ჯერჯერობით რჩება კლინიკაში. ადეკვატურია და გონზე არის", - განაცხადა მაია მახარაშვილმა.