ავარია გაჩიანთან (ვიდეო)

2017-08-04 13:38:25

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე ერთმანეთს "დაფის" მარკის სატვირთო და "მერსედესის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, მას დახმარება სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ნახეთ ვიდეო.