ივლისის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 9 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ივნისის თვესთან შედარებით, რუსთავში მომხდარი ავარიების რაოდენობა შემცირებულია.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ქალაქში და მის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანი.
ივნისში ყველაზე მეტი ავარია რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე დაფიქსირდა.
ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა კლდიაშვილის, თოდრიასა და ბათუმის ქუჩაზე, ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რუსთავი-თბილსის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგოსტრალზე.