ცეცხლმოკიდებულ სახლში კაცი 18 თვის ტყუპების გადასარჩენად შევარდა

2021-08-01 23:34:00

23 წლის რეი ლუკასი 18 თვის ტყუპი შვილების გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა.

როგორც გამოცემა CNN წერს, ახალგაზრდა კაცი მის მეუღლესთან ერთად რძის საყიდლად მაღაზიაში იყო გასული. შინ დაბრუნებისას კი აღმოაჩინა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული.

18 თვის მალაიზია და მილანი პირველ სართულზე აკვანში იწვნენ.

"მეტყველების უნარი წამერთვა, ქმედებამ მძლია და ჩემი შვილების გამოსაყვანად სახლში შევვარდი. ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც სხვა მამები არ გააკეთებდნენ",- განუცხადა CNN-ს 23 წლის ლუკასმა.

შვილების გადარჩენის დროს ლუკასმა მხარი, ორივე ყური, სახის მარჯვენა მხარე და კისერი დაიწვა, ასევე სამი დღის განმავლობაში დაკარგა მხედველობა, რადგან ძლიერი დაკვამლიანების გამო დაუზიანდა რქოვანა.