გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 21 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 92 პირი შემოწმდა.
22 პირს ვირუსი სწრაფი ტესტირების შედეგად დაუდგინდა. პსრ კვლევისთვის გაგზავნილი ყველა ნიმუშზე კი პასუხები უარყოფითია.