რუსთავში, მუნიციპალურ ტრანსპორტში ქალის საფულე იპოვეს.
საფულის მეპატრონის მოსაძებნად ერთ-ერთმა მგზავრმა სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა.
"დღემშვიდობის რუსთაველებო....
დღეს 8 ნომერით თუ იმგზავრეთ და საფულე დაკარგეთ ვიპოვეთ, საფულეში ბევრი ბარათი და 100 ლარამდე თანხაა, რათქმაუნდაპირადობაც შიგნით არის და იდენტობა მარტივად შემოწმდება... საფულე იყო ქალის, მოგრძო , მუქი ფერის... იპოვა მგზავრმა და მიაწოდა მძღოლს, მძღოლმა არ მომცა საშუალება პირადობა მენახა ან სურათი გადამეღო, ნუ მერვიულობ მოიკითხავენო , ჩასვლისას ვუთხარი რომ ხომ იპოვიან თქო და ძალიან ცივად მითხრა “იმედიაო” ძალიან განვიცდი ხოლმე მსგქვს ფაქტს, შეიძლება კეთილსინდისიერი მძღლია მაგრამ ვერავის ენდობი ამ დროში, მე რომ მეპოვა არ მივაწვდიდი მე თვითონ ვიპოვიდი პატრონს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი დახმარება ჩემგან ეს პოსტია და ფოტო რომელიც მარშუტკის ნომერს გადავუღე ", - წერს მომხმარებელი.