რუსთავში, საწარმოში მუშა დაშავდა

2021-07-31 22:35:03

რუსთავშიმეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა.

"ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საწარმოო ტრავმა მიიღო.

როგორც საინფორმაციო სააგნეტომ გაარკვია, მუშას ქვედა კიდურზე მძიმე მეტალი დაეცა.

დაშავებული კაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას კლინიკაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და უკვე ბინაზე გაეწერა.